ჯოკოვიჩმა შესაძლოა, ბალახის სეზონი გამოტოვოს

08:53, 06.06.2018

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ ბალახის სეზონი შესაძლოა, მთლიანად გამოტოვოს.

სერბმა ჩოგბურთელმა როლან გაროსის მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა – ოთხ სეტში წააგო შეხვედრა ნაკლებად ცნობილ იტალიელთან მარკო ჩეკინატოსთან.

„ძველ დონეზე დაბრუნება რთულია. საერთოდ, ცხოვრებაში ბევრი რამ არის რთული. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ბალახზე”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

2018 წელს, ბალახის საფარზე ტურნირები 11 ივნისს დაიწყება. ჯოკოვიჩი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 22-ე ჩოგანია, უიმბლდონის სამგზის ჩემპიონი გახლავთ.

მსგავსი