ჰალანდი - თუ ფეხბურთელებს არ ჩავთვლით, საუკეთესო სპორტსმენად ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმაჩნია #1TVSPORT
ჰალანდი - თუ ფეხბურთელებს არ ჩავთვლით, საუკეთესო სპორტსმენად ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმაჩნია #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა თავისი საყვარელი სპორტსმენი დაასახელა. „სიტის“ იუთუბის ოფიციალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს საუკეთესო სპორტსმენად მიიჩნევს.

„ჯოკოვიჩი განსაკუთრებით მომწონს. ნოვაკი არსაიდან მოვიდა და რასაც მან მიაღწია, გაოსაცარია! თუ ფეხბურთელებს არ ჩავთვლით, ჯოკოვიჩი საუკეთესოდ მიმაჩნია. ის ჩემი საყვარელი სპორსტმენია“, – განაცხადა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი სლემის“ 24-გზის გამარჯვებულია. სერბი ჩოგბურთელი ცოტა ხნის წინ დასრულებულ 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერთან დამარცხდა.