ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ საბოლოო მონაცემები ჯერ არ არსებობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო მონაცემები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის საჭიროების შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის სარგებლის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გამაძლიერებელი დოზის საჭიროებასთნ დაკავშირებით შეხვედრა მკვლევრებმა და მარეგულირებელმა ექსპერტებმა გამართეს.
„გამაძლიერებლებზე, უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის საბოლოო მისი სარგებლის თვალსაზრისით და ასევე ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ის უსაფრთხო, ეს უკვე ითქვა. მეორე პრობლემა არის, როდესაც ზოგიერთ ქვეყანას აქვს გამაძლიერებლების საშუალება, ზოგს კი პირველი და მეორე აცრებიც არ ჩაუტარებიათ. ეს მორალური საკითხია. ეს იგივეა, შენ გქონდეს სამაშველო ჟილეტი და დაამატებ კიდევ ერთს, ხოლო სხვებს ერთი სამაშველო ჟილეტიც არ აქვთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.