ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ ღაზაში სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ომის კანონების პატივისცემის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ ღაზაში სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ომის კანონების პატივისცემის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ღაზაში სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ომის კანონების პატივისცემის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ რეზოლუცია მიიღო. 7 ოქტომბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო-ს სისტემაში კონსენსუსით მიიღეს ამ კონფლიქტის შესახებ რეზოლუცია.

სხვა პუნქტებთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებს „ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი, მდგრადი და შეუფერხებელი მიწოდებისკენ, სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის ჩათვლით“.

რეზოლუციაში მოუწოდებენ „ყველა მხარეს, შეასრულონ საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ სრულად უნდა შეასრულოს მათზე მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია შეიარაღებულ კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის დაცვასთან“.

დასკვნით სიტყვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ რეზოლუციის მიღება ამოსავალი წერტილი იყო.

„ეს არ წყვეტს კრიზისს, მაგრამ ეს არის პლატფორმა, რომელზეც დაშენება შეიძლება. ცეცხლის შეწყვეტის გარეშე მშვიდობა არ იქნება და მშვიდობის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს. მე მოვუწოდებ ყველა წევრ სახელმწიფოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს, სასწრაფოდ იმუშაონ ამ კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად“, – განაცხადა გებრიესუსმა.