მარკ რუტე – უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს

19:36, 23.11.2026

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, თუმცა ამჟამად ალიანსის წევრებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს.

„ვინ შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, ეს მხოლოდ ნატოს გადასაწყვეტია. ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით სრული სიცხადეა“, – ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუტე ასევე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შესაძლოა რუსეთთან მოლაპარაკებების ნაწილი გახდეს. „ასეთი მოლაპარაკებების თემაზე სპეკულირებისთვის, ჯერ ეს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს“, – დასძინა მარკ რუტემ.

მსგავსი