ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას ღაზის სექტორში უსაფრთხო ზონების შექმნის ცალმხრივ წინადადებაში
ტედროს ადანომ გებრეისუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას ღაზის სექტორში უსაფრთხო ზონების შექმნის ცალმხრივ წინადადებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას ღაზის სექტორში უსაფრთხო ზონების შექმნის ცალმხრივ წინადადებაში, – ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის არაფორმალურ პლენარულ შეხვედრაზე განაცხადა.

გებრეისუსის განცხადებით, ასეთი ზომების მიღება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას გამოიწვევს.

ამასთან, შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზეც და აღნიშნეს, რომ საჭიროა შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაითვალისწინოს მოწოდებები ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ.

ამავდროულად, ისრაელი იმედოვნებს, რომ განეიტრალდება „ჰამასის“ საფრთხე და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.