ჯაბა ჯიშკარიანი - ჩვენ „სიკვდილის ბრიგადების“ ქალაქი, სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციეთ
„ჩვენ დაპირებების შესასრულებლად მოვედით“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია ბევრი პოზიტიური ცვლილება, პრიორიტეტები, რომლებიც თბილისელების კეთილდღეობაზეა მორგებული და რომლებიც კახი კალაძისა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო.
„ოპოზიციის ბრალდებები ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია. მე, დეტალურად გავეცანი ბიუჯეტის პროექტსა და ციფრებს და ჩემი ერთი ხმით ვდებ კიდევ ერთ აგურს, “სიცოცხლით სავსე ქალაქის” მშენებლობაში.
ჩვენ ვართ სახალხო ხელისუფლება, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შემოიტანა განსხვავებული მიდგომები, სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
ჩვენ „სიკვდილის ბრიგადების“ ქალაქი, სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციეთ. სიმბოლურია , იმ ადგილას, სადაც თქვენი მმართველობის პერიოდში სისხლის გუბეები იდგა, ახლა სიცოცხლით სავსე ქალაქის აბრევიატურაა. ეს გახრჩობთ თქვენ, მაგრამ ახარებს თბილისს“,- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.