ეკა ბესელია - ამ ორი ახალგაზრდის, ვატოსა და ჯაბას პროტესტი არის ბუნებრივი, შეუძლებელია ისინი ეგუებოდნენ, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში
ეკა ბესელია - ამ ორი ახალგაზრდის, ვატოსა და ჯაბას პროტესტი არის ბუნებრივი, შეუძლებელია ისინი ეგუებოდნენ, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში

ჩემთვის არ იყო მოულოდნელი ვატოს და ჯაბას პროტესტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„შეუძლებელია, ეს ორი ახალგაზრდა, რომლებიც წარმოადგენენ მათ შორის სამართლიანობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს, ეგუებოდნენ იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას, ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების აღზევება ხდება. ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, ორგანული. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე, მომავალსაც ვხედავ საერთო ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნებისა“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადეს.