პროკურატურაში ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჯაბა ჯიშკარიანი იკითხება
პროკურატურაში ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჯაბა ჯიშკარიანი იკითხება

თბილისის პროკურატურაში ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იკითხება. ჯიშკარიანი​ დაკითხვაზე სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვით, „ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი გიგი დალაქიშვილი 2013 წელს შს ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და იმავე წელს გაათავისუფლა“.

ჯაბა ჯიშკარიანმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ გიგი დალაქიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილის ე.წ. კორტებთან მისვლამდე, 2006 წელს ადგილზე იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ვაზაგაშვილის მიმართ სროლა დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, იმ პერიოდში გიგი დალაქიშვილი ისან-სამგორის პოლიციაში მუშაობდა.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ დალაქიშვილის შესახებ არათუ დევნა დაიწყო მოქმედი ხელისუფლების პირობებში, არამედ ის 2013 წელს დააწინაურეს.

ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, წლების განმავლობაში დალაქიშვილის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა მისი თქმით, „საეჭვოა, რომ პროკურატურაში მხოლოდ ახლა დაიბარეს“.