იზორია - „ჯაველინები“ არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინთან“ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ყველა ტიპის შეიარაღება, რომელსაც საქართველომ შეიძინა ან მომავალში შეიძენს, იქნება თვდაცვითი ხასიათის იარაღები.
ეს განცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ანტისატანკო სისტემა „ჯაველინები“ არ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება. ის არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები, თავდაცვითი ხასიათის იარაღები. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ, ეს გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა ჯაველინების სახით“, – განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, 2008 წლის შემდეგ, ქართული მხარისთვის „ჯაველინის“ გადაცემა აშშ-სა და საქართველოს ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებაა, რამაც შესაძლოა, საქართველოს ახალი და სახიფათო ავანტიურებისკენ უბიძგოს.