აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მიყიდვის საკითხი დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მიყიდვის საკითხი დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მიყიდვის საკითხი დაამტკიცა. საუბარია 40 მილიონი დოლარის ღირებულების 160 ერთეულ რაკეტასა და აღჭურვილობაზე.

პარალელურად კი პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება. უწყებაში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი რესურსების ათვისება დადგენილ ვადებში მოხდება.