„სიენენი“ - უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ დღეში 500 „სტინგერი“ და 500 „ჯაველინი“ სჭირდება
„სიენენი“ - უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ დღეში 500 „სტინგერი“ და 500 „ჯაველინი“ სჭირდება

სიენენის ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ის მთავრობას საჭირო სამხედრო დახმარების განახლებული სია გადასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება ამერიკული წარმოების „სტინგერის“ ტიპის 500 საზენიტო რაკეტა და „ჯაველინის“ 500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ყოველდღიურად.

როგორც ამერიკული მედია წერს, უკრაინა ითხოვს ასობით მეტ რაკეტას, ვიდრე მანამდე გაგზავნილ სიაში იყო აღნიშნული.

ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინა ამერიკას თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და S-300 ტიპის საზენიტო სისტემების საჭიროებაზეც ატყობინებს. საჭიროებების სიაში დასახელებულია რუსული წარმოების თვითმფრინავების ორი ტიპიც. უკრაინა თითოეულ მათგანს 36 ერთეულის ოდენობით ითხოვს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალები და იარაღი მიემართება.

ასევე უკრაინისთვის ექვსი ათასი რაკეტის გადაცემის და უკრაინის არმიისთვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადეს დიდ ბრიტანეთშიც.