უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსული ძალების წინააღმდეგ „ჯაველინი“ გამოიყენეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსული ძალების წინააღმდეგ „ჯაველინი“ გამოიყენეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი“ დონბასში რუსული ძალების წინააღმდეგ, – ამის შესახებ გამოცემა „მილითარი თაიმსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინებს“ თურქული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული სეპარატისტების საარტილერიო ჯარების წინააღმდეგ გამოიყენება, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შემაკავებელი ღირებულება აქვს, რის გამოც რუსები თავდასხმაზე უფრო ფრთხილად არიან.

კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინას ამერიკის მხრიდან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთთან ღია ომი აქვს.