პენტაგონში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების ახალი კონტრაქტი გაფორმდა
პენტაგონში აცხადებენ, რომ საქართველოსთვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების ახალი კონტრაქტი გაფორმდა

პენტაგონმა პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების ახალი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე არის განთავსებული.

პენტაგონის ცნობით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 18 მილიონ დოლარს აღემატება. სარაკეტო სისტემების წარმოება პენტაგონმა კომპანია Raytheon/Lockheed Martin Javelin JV-ს შეუკვეთა. სამუშაოები არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში შესრულდება.

„ჯაველინების“ ახალი პარტია განკუთვნილია აშშ-ის პარტნიორი ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ჩეხეთისთვის, ლიეტუვისთვის, ესტონეთისთვის, ირლანდიისთვის, ნორვეგიისთვის, საფრანგეთისთვის, თურქეთისთვის, ავსტრალიისთვის, ინდონეზიისთვის, ახალი ზელანდიისთვის, ყატარისთვის, ომანისთვის, იორდანიისთვის და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის.

სამუშაოების დასრულების ვადად 2020 წლის 25 ივნისია განსაზღვრული.

„ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების პირველი პარტია საქართველომ აშშ-ისგან 2018 წლის იანვარში მიიღო.

დატოვე კომენტარი