იტალიელმა სამხედრომ სილვიო ბერლუსკონის რეზიდენციაში თავი მოიკლა.
როგორც იტალიური La Repubblica იუწყება, სამხედრო მოსამსახურემ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რომის რეზიდენციის ერთ-ერთ საპირფარეშოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
25 წლის კაპრალის სუიციდის მოტივი უცნობია. მედიის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე რამდენიმე წელია სხვადასხვა შენობებს და ცნობილი ადამიანების რეზიდენციებს იცავდა.