ისრაელის საელჩო 27 იანვრის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ 27 იანვარი ოფიციალურად გამოაცხადოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღედ და ის საქართველოს ეროვნული კალენდრის ღონისძიებათა რიცხვში შეიტანოს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
საელჩო მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათ მიერ გაწეული დიდი შრომისთვის და თანამშრომლობისთვის.
„1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. შესაბამისად, აღნიშნული დღე 2005 წლის პირველ ნოემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 60/7 რეზოლუციით განსაზღვრული იქნა, როგორც ნაცისტური რეჟიმის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლული 6 მილიონი ებრაელის ხსენების საერთაშორისო დღე.
ისრაელის საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათ მიერ გაწეული დიდი შრომისთვის, კეთილი ნებისთვის და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ 27 იანვარი ოფიციალურად გამოაცხადოს…
Posted by Israel in Georgia on Thursday, March 25, 2021