მედიის ცნობით, კვიპროსში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
მედიის ცნობით, კვიპროსში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ აფეთქება საელჩოს შენობიდან დაახლოებით 30 მეტრში მოხდა.

როგორც „როიტერი“ წერს, დაკავებულია 17-დან 21 წლამდე ოთხი სირიელი მამაკაცი. ერთ-ერთი დაკავებულის მანქანაში პოლიციამ ორი დანა და ჩაქუჩი აღმოაჩინა.