მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო, რომელმაც ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოსთან თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა
მედიის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო, რომელმაც ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოსთან თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო, რომელმაც ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოსთან თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის აარონ ბაშნელია, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ სან ანტონიოს მცხოვრები იყო.

როგორც „ბიბისი“ წერს, თავის დაწვამდე მან თქვა, რომ „მეტჯერ აღარ მიიღებს მონაწილეობას გენოციდში“. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცი ცეცხლის წაკიდების შემდეგ სკანდირებს: „თავისუფლება პალესტინას!“

ვაშინგტონის პოლიციაში ვიდეოს ავთენტურობა არ დაუდასტურებიათ.