ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

09:26, 26.02.2024

ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მამაკაცი სამხედრო მფრინავი იყო. მედიის ცნობით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მამაკაცი სკანდირებს: „თავისუფლება პალესტინას!“

ისრაელური მედია წერს, რომ მამაკაცი ღაზის სექტორში მიმდინარე ომს აპროტესტებდა, რის გამოც თავის დაწვა სცადა.

მსგავსი