ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ინდოეთში ისრაელის ელჩის მოადგილე, ოჰად ნაკაშ კაინარი ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა და ისრაელის ხელისუფლება თანამშრომლობს ინდოელ კოლეგებთან აფეთქების მიზეზის დასადგენად.