ირმა ნადირაშვილი - ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტზე, ვიბრძოლებთ პარლამენტის გარეთ, მათ შორის ქუჩაში
გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ყველა მოლაპარაკება უნდა იწყებოდეს ხელახალ არჩევნებთან მიმართებაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს იმ კრიზისის განმუხტვა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში.
„იმ შუალედში, როცა მოლაპარაკების მაგიდა არ იყო აქტიური, ირაკლი კობახიძე გამოვიდა აგრესიული განცხადებებით და ისაუბრა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებასა და დაფინანსების შეწყვეტაზე ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის. ესეთი განცხადებები, რომლებიც კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გამყარებისკენ, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებების გამართვა არის ძნელი, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად ოპოზიციას არც ერთხელ არ უთქვამს უარი, რომ გაიმართოს მეხუთე რაუნდი.
ჩვენ ველოდებით ზოგადად წინადადებას ხელისუფლებისგან. მათ ინტერესში პირველ რიგში უნდა ამ კრიზისის განმუხტვა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. თუ ვერ ხვდებიან, რამდენად მძიმეა ვითარება ეკონომიკაში, სამედიცინო სფეროში, თუ ვერ ხვდებიან რომ ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლამენტით ამ ვითარების განმუხტვა იქნება შეუძლებელი, მაშინ ეს არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციას არც ერთხელ არ უთქვამს უარი მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომაზე.
ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ყველა მოლაპარაკება უნდა იწყებოდეს ხელახალ არჩევნებთან მიმართებაში. ხელისუფლების გადასაწყვეტია მას უნდა, თუ არა ამ ვითარების განმუხტვა და კრიზისიდან გამოსვლა. ოპოზიცია გააგრძელებს თავის ბრძოლას. ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტზე, ჩვენ ვიბრძოლებთ პარლამენტის გარეთ, ქუჩაში მათ შორის. შესაბამისად, ვთვლით, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციების გამართვა და ქუჩაში პროცესების გადატანა ისევე დემოკრატიულია, როგორც არჩევნების ჩატრება.
„ვიზიარებ იმას, რაც კონსტიტუციით მაქვს გარანტირებული და ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება გარანტირებული. როდესაც ჩვენ გვაქვს ვითარება, რომ არჩევნები მოიპარეს და დაგვაყენეს ფაქტის წინაშე, რომ არჩევნების საშუალებით ჩვენ ხელისუფლების შეცვლას ვერ მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში ასევე დემოკრატიული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მათ შორის საპროტესტო აქციების გამართვა და ქუჩაში პროცესების გადატანა. ეს ისეთივე დემოკრატიულია, როგორც არჩევნების ჩატარება. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება თავისი არჩევანის თავისუფლება დაიცვან მათ შორის ქუჩაში. ამიტომ, სრულიად ვიზიარებ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. თუ საპროტესტო აქციებით იქნება აუცილებელი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, საზოგადოებაც და ოპოზიციაც ამ გზას დაადგება“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
კითხვაზე ნიშნავს, თუ არა მშვიდობიანი აქციები მშვიდობიან რევოლუციას ნიშნავს, ყველა გზით, რაც დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება, ოპოზიციაც და საზოგადოებაც შეეცდება „ივანიშვილს წართმეული ხელისუფლება უკან გამოგლიჯოს“.
„აქციების, დემონსტრაციების საშუალებით, დაუმორჩილებლობის საშუალებით, მათ შორის, როდესაც ჩვენ წაგვართმევენ ხმის უფლებას, როდესაც მიგვიწერენ რომ გარეჯი საქართველოა, მძევლებს აიყვანენ და ამითი გვევაჭრებიან ადამიანებს, აქვთ უფლება მშვიდობიანი რევოლუციით, მშვიდობიანი დემონსტრაციით ის, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით და ჩვენი უფლებაა, ყველა გზით, რაც დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება, ოპოზიციაც და საზოგადოებაც შეეცდება ივანიშვილს წართმეული ხელისუფლება უკან გამოგლიჯოს“, –
მშვიდობიანი რევოლუცია სწორედაც გულისხმობს ამას, გულისხმობს საპროტესტო აქციებს, გულისხმობს ქუჩაში მოვლენების გადატანას. დარწმუნებული ვარ, მათ შორის ოპოზიციური სპექტრი, ყველა თანხმდება, როდესაც არ შედიხარ პარლამენტში, როდესაც ხმის უფლება გაქვს წართმეული, გაქვს უფლება, რომ ქუჩაში დაიცვა შენი კონსტიტუციური უფლებები, ამაზე ყველა თანხმდება. მე არ მგონია, რომ განსხვავებები აქ იყოს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.