ირმა ნადირაშვილი - არ ვაპირებ საუბარს, რომ არიქა, ჩვენ გადავაჭარბეთ 10 პროცენტს და ეს მოგვპარეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, თამარ ჟვანიამ მოიპარა იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებოდა „ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად
ირმა ნადირაშვილი - არ ვაპირებ საუბარს, რომ არიქა, ჩვენ გადავაჭარბეთ 10 პროცენტს და ეს მოგვპარეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, თამარ ჟვანიამ მოიპარა იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებოდა „ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად

„ევროპული საქართველო“ ვერ ჩარგავს სირაქლემასავით ქვიშაში თავს და ვერ იტყვის, რომ მისი მონაცემები იყო კარგი. ამის გაკეთებას არც ვაპირებთ. ჩვენი საბაზისო მონაცემები, ის რასაც ველოდებოდით იყო 10 პროცენტი, მაგრამ მივიღეთ, დაახლოებით ოთხ პროცენტთან მიახლოებული ხმები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშილმა განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, ის არ აპირებს ფარისევლობას და თქმას, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ათ პროცენტზე მეტი აიღო.

„თამარ ჟვანიას შეუძლია, რაღაც ციფრები დააბრეხვოს და პასუხისმგებლობა არ აიღოს. ჩვენ ვიცით ერთი უბნის მონაცემები, როცა „ევროპული საქართველოს“ 38 ხმა ნაგავში იყო გადაგდებული. რამდენი ასეთი 38, 10, 40 ან 60 ხმა სადღაც გადააგდო თამარ ჟვანიამ და მერე ოქმები დაჯღაბნა, ამის თაობაზე მე ვერ გეტყვით. როგორ შემიძლია გითხრათ რამდენი ბათილი ბიულეტინია უშუალოდ, სადაც „ევროპული საქართვლოს“ ხმები დაიკარგა, ან რამდენ უბანზე ჩაყარეს ნაგვისყუთში „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლის ხმები. ეს ჩვენ არ ვიცით. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიას აქვს მოლოდინი, სურვილი რომ თავისი საბაზისო ხმები გაზარდოს. მე არ ვაპირებ ფარისევლობას თქვენს წინაშე და იმაზე საუბარს, რომ არიქა, ჩვენ გადავაჭარბეთ 10 პროცენტს და ეს მოგვპარეს. არა, მაგრამ მე ვიცი ზუსტად ერთი რამ, რომ თამარ ჟვანიამ ივანიშვილის სასარგებლოდ მოიპარა ზუსტად იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებოდა „ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად. ასე რომ არ გაეკეთებინა და ასე არ მოქცეულიყო, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად მოახერხებდა კოალიციური მთავრობის ფორმირებას“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი