ირმა ნადირაშვილი - უნდა შევეგუოთ, რომ შეიძლება, მოგვიხდეს დიდხანს ქუჩაში დგომა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს
ირმა ნადირაშვილი - უნდა შევეგუოთ, რომ შეიძლება, მოგვიხდეს დიდხანს ქუჩაში დგომა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს

ჩვენ წინ გვაქვს დიდი და ძნელი გზა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება, მოგვიხდეს დიდი ხანი დგომა ქუჩაში, ძალიან მკაცრი ბრძოლა, მაგრამ არ გვაქვს უკან დასახევი გზა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ურჩევნიათ იბრძოლონ ქუჩაში, ვიდრე არ დაიცვან მოქალაქეების ხმები.

„ჩვენს წინ არის ასეთი არჩევანი, რომ ჩავეფლათ ჭაობში, თუ გადავდგათ ნაბიჯი წინ ევროპისკენ და მომავლისკენ. ჩვენ ყველამ უნდა ავირჩიოთ ბრძოლა, ივანიშვილის გასტუმრება ხელისუფლებიდან, მე ვიცი, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან მტკიცე ამ ბრძოლაში, თანმიმდევრულები. ჩვენ გვირჩევნია, ვიბრზოლოთ აქ, ქუჩაში, ვიდრე არ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები. მე მჯერა წარმატების, ყველას წინასწარ გამძელობას გთხოვთ, ჩვენ ერთად ამ მოედანზე ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.