„ევროპულ საქართველოში“ ცვლილებების შესახებ განცხადებას დავით ბაქრაძე დღეს გააკეთებს
„ევროპულ საქართველოში“ ცვლილებების შესახებ განცხადებას დავით ბაქრაძე დღეს გააკეთებს

„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან.

როგორც ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე გააკეთებს.

„დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე დავით ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი არ შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს. შეხვედრა ძალიან მალე დაიწყება“,- განაცხადა ნადირაშვილმა.