ირმა ნადირაშვილი - განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, თუნდაც კონკრეტული პარტიის ირგვლივ, პროცესისთვის სასარგებლო არ არის
ირმა ნადირაშვილი - განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, თუნდაც კონკრეტული პარტიის ირგვლივ, პროცესისთვის სასარგებლო არ არის

ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე საქმეები არის კონკრეტულად ამ ოპოზიციური პარტიის შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საერთო სურათზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.

„ზოგადად, განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, თუნდაც რომელიღაც კონკრეტული პარტიის ირგვლივ, ამ პროცესებისთვის არ არის სასარგებლო. თუმცა, მე თავს შევიკავებ ნებისმიერი წინასწარი მოლოდინების თქმისგან და დაველოდები, „გირჩი“ რა განცხადებას გააკეთებს”, – აცხადებს ნადირაშვილი.

დატოვე კომენტარი