ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობა დილიდან განახლდება
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობა დილიდან განახლდება

მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცესი ჩავარდა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.

​მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გეგმა ქალაქიდან 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანასთან დაკავშირებით, ვერ განხორციელდა.

როგორც ვიცე-პრემიერი განმარტავს, რუსულმა მხარემ ვერ შეძლო უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა. ევაკუაციის მცდელობა ხუთშაბათს, დილიდან განახლდება.