ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ შობას რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერაქტებს გეგმავს, ვიცე-პრემიერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ შობას რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერაქტებს გეგმავს, ვიცე-პრემიერი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ შობას რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტაძრებში ტერაქტებს გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„არსებობს ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელ შობას რუსები ამზადებენ ტერაქტებს ტაძრებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

ვიცე-პრემიერმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია, ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან თავი შეიკავონ. „გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებს. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 იანვარს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შობისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება დაავალა. პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოსკოვის დროით, 6 იანვრის შუადღიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი. კიევში პუტინის შეთავაზებას თვალთმაქცობა უწოდეს.