მიხაილ პოდოლიაკი – რუსეთის მხრიდან დროებითი ზავი თვალთმაქცობაა, თქვენთვის დაიტოვეთ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის მოწოდებას, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ცეცხლი ერთი დღით, რათა საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს საშობაოდ დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ.
მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები და მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი ზავი“.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან დროებითი ზავი თვალთმაქცობაა. „თვალთმაქცობა თქვენთვის დაიტოვეთ“, – წერს პოდოლიაკი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24 :00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი.
Перше. Україна не атакує чужу територію і не вбиває цивільне населення, як це робить Рф. Україна знищує виключно членів окупаційної армії на своїй території…
Друге. Рф має залишити окуповані території – лише тоді у неї почнеться «тимчасове перемир’я». Лицемірство залиште собі…— Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 5, 2023