აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის ოფიცერთან, სილვია ბოჟინოვასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრის მოადგილემ ევროკომისიის წარმომადგენელს მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით არსებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო და ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.
ირინე აბულაძის თქმით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვლევებისა და ინოვაციების პროექტის „ჰორიზონტ 2020“ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების გზები და შეთანხმდნენ, რომ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას დაეხმარება აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში და ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც „ჰორიზონტ 2020“ მეცნიერებს სთავაზობს.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.