ირანში თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანში თვითმფრინავი ჩამოვარდა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.  Aseman Airlines-ის კუთვნილი ლაინერის ბორტზე სულ მცირე, 60 მგზავრი, ორი დაცვის წევრი და ორი პილოტი იმფოფებოდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ლაინერი ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი დასახლებულ პუნქტ სემირთან ახლოს ჩამოვარდა.

ინფორმაციას სააგენტო „ტაშიმი“ ტვიტერით ავრცელებს. წყაროდ სააგენტო ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ასახელებს.

როგორც ირანული მედია წერს, თვითმფრინავი თეირანიდან იაუსჯის მიმართულებით მიფრინავდა.