ირანში ავიაკატასტროფას, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ავიაკატასტროფას, წინასწარი მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა

წინასწარი მონაცემებით, ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News Arabia ირანის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, გარდაცვლილთა შორის რვა მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრია.

თურქული კერძო სამგზავრო თვითმფრინავი ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მთიან რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სტამბოლში მიფრინავდა.