ირანში თურქული კერძო სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

20:09, 11.03.2018

ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში თურქული კერძო სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ირანული სააგენტო ISNA ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 11-დან 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სტამბოლში მიფრინავდა. ის მთიან რაიონში ჩამოვარდა. მიწასთან შეჯახების შედეგად, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები მიემართებიან.

მსგავსი