ირანში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავი თურქ ბიზნესმენს ჰუსეინ ბასარანს ეკუთვნოდა
ირანში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავი თურქ ბიზნესმენს ჰუსეინ ბასარანს ეკუთვნოდა

ირანში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავი თურქ ბიზნესმენს ჰუსეინ ბასარანს ეკუთვნოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე მისი ქალიშვილი მინა ბასარანი და ქალიშვილის შვიდი მეგობარი, ასევე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი დუბაიდან ბრუნდებოდა, სადაც ბიზნესმენის ქალიშვილი საქორწილო ცერემონიის წინ მეგობრებთან ერთად გასართობად იმყოფებოდა.

მინა ბასარანი ბიზნესმენ მურატ გეზერზე იყო დანიშნული. საქორწინო ცერემონია 14 აპრილს იყო დაგეგმილი.

მინას სოციალურ ქსელში დუბაისა და თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები ჰქონდა განთავსებული.

რამ გამოიწვია ავიკატასტროფა, ამ ეტაპზე უცნობია.

ირანში თურქული კერძო სამგზავრო თვითმფრინავი 11 მარტს ჩამოვარდა.