ირანში, ავიაკატასტროფის ადგილას მუშაობას ხუთი შვეულმფრენი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განაახლებს
ირანში, ავიაკატასტროფის ადგილას მუშაობას ხუთი შვეულმფრენი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განაახლებს

ირანში ავიაკატასტროფის ადგილას სამაშველო ოპერაციას უამინდობა აფერხებს. ზაგროსის მთებში ძლიერი ქარი და თოვაა.

თვითმფრინავის მგზავრების ნათესავები ავიაკატასტროფის შესახებ ახალ ინფორმაციას თეირანის აეროპორტის მახლობლად მდებარე მეჩეთში ელოდებიან.

სამძებრო ოპერაცია უახლოეს მომავალში უნდა განახლდეს. ავიაკატასტროფის ადგილას მუშაობას ხუთი შვეულმფრენი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ განაახლებს. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩამოვრდნილი თვითმფრინავი 25 წლის იყო. თვითმფრინავმა კატასტროფა 18 თებერვალს განიცადა.

Aseman Airlaines-ის ავიახაზებში თავდაპირველად განაცხადეს, რომ თვითმფრინავში მყოფი 66-ვე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოგვინებით განაცხადეს, რომ რადგანაც ავიაკატასტროფის ადგილას სრული წვდომა ჯერ კიდევ არ არის, ყველა მგზავრის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის საბოლოო დადასტურება შეუძლებელია.

Aseman Airlaines-ი ირანის სიდიდით მესამე ავიახაზებია. ავიაკომპანიამ გასულ წელს „ბოინგთან“ 30 თვითმფრინავის შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა.