გიორგი კვირიკაშვილი ირანში ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი კვირიკაშვილი ირანში ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანში ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ირანის ხელისუფლებასა და ირანელ ხალხს უსამძიმრებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

მედიის ცნობით, ირანში ჩამოვარდნილ სამგზავრო ლაინერს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.