ირაკლი სესიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის იმ მთავრობის შთამომავალი, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია
სალომე ზურაბიშვილი არის იმ მთავრობის შთამომავალი, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციის გამო ქვეყნის დატოვება მოუწია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანის ზეიმი და მას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ჩემთვის ყველაზე ემოციურია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დანიშვნა, რადგან ის არის იმ მთავრობის შთამომავალი, რომელსაც მოუწია ჩვენი ქვეყნის დატოვება საბჭოთა ოკუპაციის გამო, ჩვენ ეს ჯაჭვი აღვადგინეთ. მე ვუსურვებ სალომე ზურაბიშვილს, რომ ის იყოს პრეზიდენტი, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს, ქვეყანას ნატო-სა და ევროკავშირში გააწევრიანებს და რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს თელავში გაიმართება.
ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.