ირაკლი სესიაშვილი - ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე სპეცოპერაციის შესახებაც ვიმსჯელებთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იმსჯელებენ.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ნდობის ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა და ის, როგორც კონტროლის მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.
“გვინდა, რომ დღეს განვსაზღვროთ მომავალი სამუშაო გრაფიკი. თუმცა სხვა საკითხებსაც შევეხებით. სპეცოპერაცია მთავარი აქტუალური საკითხია. სავარაუდოდ ამასაც განვიხილავთ, თუმცა არა დეტალურად, არამედ ზოგადად. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, რომ მაქსიმალურად დროულად იყოს გამოძიებული, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. დეტალებზე ახლა ვერ გესაუბრებით. რადგან ნებისმიერ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ზეგავლენა პროცესზე. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და ყველას მოვუწოდებ, ფრთხილად მივუდგეთ, რადგან საერთო ინტერესი დავიცვათ. ყველა კითხვას პასუხის აუცილებლად გაეცემა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.