ვახტანგ გომელაური - ნდობის ჯგუფთან ვისაუბრეთ, რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს და რისი გამოსწორებაა საჭირო
ვახტანგ გომელაური - ნდობის ჯგუფთან ვისაუბრეთ, რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს და რისი გამოსწორებაა საჭირო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დეპუტატებთან საუბარი იყო 2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებსა და პრობლემებზე, ასევე რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„ნდობის ჯგუფში გავაკეთეთ მოხსენება შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ძირითადი თემა, ერთ-ერთ იყო სასაზღვრო პოლიცია. ვისაუბრეთ, თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს, რისი გამოსწორებაა საჭირო, რაზეც ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემა, რა იყო 2020 წელს, რა გავაკეთეთ, რა აღვკვეთეთ. ასევე, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, შეიძლება ხშირად არაპოპულარული, სტრატეგიული მილსადენების დაცვის უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ამას და ამაზეც ვისაუბრეთ. საუბარი იყო საიდუმლო შესყიდვების საკითხზე, რაც გვაქვს, ძალიან მცირე გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ესეც წარვადგინეთ, თუ რაში გამოვიყენეთ ეს თანხები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.