ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მასპინძელი გუნდი მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში იგებდა – 26-ე წუთზე „ლესტერის“ ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას.
იტალიამ თამაში 87-ე წუთზე გადაარჩინა, როცა ლორენცო ინსინიემ პენალტი გამოიყენა. შეხვედრის არბიტრმა დენიზ აითექინმა 11-მეტრიანი ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ დანიშნა.
ინსიენის ზუსტი დარტყმით შეწყდა იტალიის 374-წუთიანი უგოლო სერია, აგრეთვე, ინგლისის ნაკრების 624-წუთიანი სერია, როცა ეს გუნდი გოლს არ უშვებდა საკუთარ კარში.
ინგლისს რვამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ბოლო მარცხი 2017 წლის 13 ივნისით თარიღდება, როცა 2:3 წააგო ამხანაგური საფრანგეთთან), თან ამ რვა თამაშში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. იტალიას ზედიზედ ოთხი მატჩია არ მოუგია.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ინგლისი: ბატლენდი, ტარკოვსკი, უოკერი, სტოუნზი (ჰენდერსონი, 73), ტრიპიერი (როუზი, 60), დაიერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ლალანა, 60), ლინგარდი (კუკი, 71), იანგი, სტერლინგი, ვარდი (რეშფორდი, 70).
იტალია: დონარუმა, ძაპაკოსტა, ბონუჩი, რუგანი, დე შილიო, ჟორჟინიო, პაროლო, პელეგრინი (გალიარდინი, 79), კანდრევა (კიეზა, 56), იმობილე (ბელოტი, 64), ინსინიე.
გოლები: 1:0 ვარდი (26), 1:1 ინსინიე (87-პენალტით).