ინგლისმა „უემბლიზე“ ნიგერიას მოუგო
ინგლისმა „უემბლიზე“ ნიგერიას მოუგო

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებმა – ინგლისმა და ნიგერიამ ამხანაგური მატჩი გამართეს.

ინგლისელებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ორი გოლი გაიტანეს: მე-7 წუთზე გარი კეჰილმა მოიგო პოზიცია კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ და ანგარიში გახსნა, 39-ე წუთზე კი რაჰიმ სტერლინგმა ჰარი კეინს გაატანინა და ინგლისმა ორამდე გაზარდა უპირატესობა.

მეორე ტაიმში გარეტ საუტგეიტის გუნდმა აშკარად მოუკლო თამაშს და ნიგერიამ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, რომელიც ალექს ივობის ანგარიშზეა.

ინგლისმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პიკფორდი, კეჰილი, უოკერი, ტრიპიერი, სტოუნზი, იანგი (როუზი, 68), სტერლინგი (უელბეკი, 73), ლინგარდი (ლოფტუს-ჩიკი, 67), დაიერი, ალი (დელფი, 82), კეინი (რეშფორდი, 73).