ენტონი ჯოშუას მორიგი მეტოქე, ბრძოლის თარიღი და ადგილი დადგინდა
ენტონი ჯოშუას მორიგი მეტოქე, ბრძოლის თარიღი და ადგილი დადგინდა

სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით (WBA, WBO, IBF) მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა (22-0, 21KO) თავის მომდევნო ბრძოლას 1 ან 8 ივნისს ნიუ იორკის „მედისონ სქუეარ გარდენში“ (Madison Square Garden) ჩაატარებს, – ამტკიცებს Ring TV. ბრიტანელის მეტოქე ამერიკელი მძიმეწონოსანი, ჯარელ მილერი (23-0-1, 20KO) გახდება. ოფიციალურად ამ ბრძოლის შესახებ მომდევნო კვირას გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი რინგზე 13 აპრილს „უემბლიზე“ დაბრუნდებოდა, მაგრამ ლონდონის სტადიონის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო მხოლოდ ენტონისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის (40-0-1, 39KO) ბრძოლის ორგანიზებით. ასევე განიხილებოდა შეხვედრა ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან (27-0-1, 19KO) ან ამერიკელ დილიან უაიტთან (25-1, 18KO). მაგრამ ამ სამეულიდან ჰირნმა მოლაპარაკება ვერც ერთთან ვერ შეძლო.