უემბლიზე 22 სექტემბერს​ ​დიდი ბრძოლა გაიმართება
უემბლიზე 22 სექტემბერს​ ​დიდი ბრძოლა გაიმართება

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა 22 სექტემბერს გაიმართება. ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჯოშუა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით, პოვეტკინი კი WBA-ის ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტია.

ენტონი ჯოშუას ანგარიშზე პროფესიულ რინგზე 21-დან 21 მოგებაა, აქედან 20 – ნოკაუტით. პოვეტკინმა 34 ბრძოლა მოიგო (24 – ნოკაუტით) და ერთხელ დამარცხდა.