საქართველო-აშშ მიხეილ მესხზე

15:31, 21.11.2026

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2026 წლის ბოლო მატჩს გამართავს – ქართველები მსოფლიო რაგბის ერთა თასზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებენ. ეს არის მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ორი ჩემპიონი – საქართველო და აშშ შეერკინება.

გუნდებმა განვლილი ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს, ოთხში ბონუსქულაც (ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) აიღეს და 24-24 ქულა მოაგროვეს. საქართველო – ევროპა-აზია-აფრიკის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონად გამოცხადდა – გამარჯვებულთათვის განკუთვნილი თასები გუნდებს მატჩის შემდეგ გადაეცემათ.

ეს ისტორიაში გუნდების მე-9 დაპირისპირებაა, საიდანაც ხუთი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი