ინგლისის თასის ფინალს 21 ათასი მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT
ინგლისის თასის ფინალს 21 ათასი მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 21 ათასი მაყურებლის დაშვებას აპირებს ინგლისის თასის ფინალურ მატჩზე, რომელიც 15 მაისს, ლონდონში „უემბლიზე“ გაიმართება.

როგორც გამოცემა The Athletic წერს, ეს მოხდება ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სატესტო ღონისძიებების რანგში, რომელშიც შედის გულშემატკივრების ტრიბუნებზე დაბრუნება.

18 აპრილს, ინგლისის თასის ნახევარფინალს „ლესტერსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის ოთხი ათასი მაყურებელი დაესწრება.

25 აპრილს, ინგლისის ლიგის თასის ფინალზე „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის რვა ათასი გულშემატკივარი იქნება.