ინდონეზიაში, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის წევრები იყვენენ. მათივე ცნობით, ბოროტმოქმედები სამ ეკლესიას დაესხნენ თავს. შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, თავდასხმა დილით მოხდა. ერთ-ერთი ეკლესიაში აფეთქება ქალმა მოაწყო, რომელიც ტაძარში ბავშვებთან ერთად შევიდა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ეკლესიაში თავდასხმის თავიდან არიდება შეძლეს. პოლიციის ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 4 წევრი ლიკვიდრებულია.