ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის შემდეგ გაავრცელეს გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის (ზვირთცემის) შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება გაუქმდა.