დონალდ ტრამპი ინდონეზიას მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად დახმარებას დაჰპირდა
დონალდ ტრამპი ინდონეზიას მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად დახმარებას დაჰპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდონეზიის პირველ პირს, ჯოკო ვიდოდოს ტელეფონით ესაუბრა და მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად დახმარებას დაჰპირდა.

შეგახსნებთ, ინდონეზიაში პარასკევს კუნძულ სულავესთან ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია 1500-მდე ადამიანი.

ინდონეზიას დახმარება უკვე გაუწია სამხრეთ კორეამ, ევროკავშირმა კი ქვეყანას 1,5 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გამოუყო.