ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

00:30, 15.11.2019

ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი მოლუკის კუნძულებიდან 140 კილომეტრის დაშორებით, ზღვაში დაფიქსირდა.

მიწისძვრას 20-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ინდონეზიის გეოლოგიურმა სამსახურმა ცუნამის წარმოშობის საფრთხის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა მალევე განგაში გაუქმდა.

მსგავსი