ევროზონის ლიდერებმა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ახალ პრეზიდენტად პაბლო ერნანდეს დე კოსი აირჩიეს

19:55, 26.11.2026

ევროზონის ლიდერებმა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ახალ პრეზიდენტად პაბლო ერნანდეს დე კოსი აირჩიეს.

ევროზონის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ესპანელ პაბლო ერნანდეს დე კოსს, რათა მან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კრისტინ ლაგარდი შეცვალოს. იგი ამჟამად საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკს ხელმძღვანელობს.

ოფიციალურად დანიშვნის შემთხვევაში, იგი გახდება პირველი ესპანელი, რომელიც 1998 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის დაარსების შემდეგ ამ ინსტიტუტს უხელმძღვანელებს. ერნანდეს დე კოსი ესპანეთის ბანკს 2018-დან 2024 წლამდე ხელმძღვანელობდა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ისე ოპოზიციის ლიდერმა, ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ;

ეს იყო ესპანეთის პირველი მცდელობა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატი გაეყვანა. ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს – მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე თითქმის ცხრა თვით ადრე. ევროპული საბჭო მის შემცვლელს ევროპარლამენტთან და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ, ოფიციალურად დანიშნავს.

მსგავსი