ინდონეზიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი
ინდონეზიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი

სტიქიით დაზარალებულ ინდონეზიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად ძლიერი ბიძგები კუნძულ იავაზე იგრძნობოდა. მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა რამდენიმე შენობა.

სტიქიის ეპიცენტრი კუნძულ ბალის სიახლოვეს მდებარეობდა, ამიტომ ბიძგები საკურორტო ზონაშიც იგრძნეს.

შეგახსენებთ, რომ ბალიზე ამ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელსაც 19 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. მათ შორის მინისტრები და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იქნება.

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა სექტემბრის ბოლოს მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა. შედეგად, 2 000 ადამიანი დაიღუპა. ათასობით დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო ოპერაცია სავარაუდოდ დღეს უნდა შეწყდეს.